ვიზუალის შთაგონების წყაროდ იქცა მდიდარი ქართული კულტურა, მინიატურები, რელიეფი და ორნამენტი, რომლებშიც ემოციური, ხალხური ხასიათის პერსონაჟებია ასახული.
ეტიკეტი კი საინტერესო ისტორიას გადმოგვცემს: ილუსტრაციებში მოთხრობილია ქართული ხასიათის სიუჟეტი, რაც ქართული ღვინისა და სიმღერის ჰარმონიულ კავშირსა და ორგანულობას უსვამს ხაზს.