ადათი • Adati

“ადათი” ტრადიციებს, ჩვეულებებს ნიშნავს და ქართულ ხასიათსა და კულტურას გამოხატავს.
კომპანია”თბილღვინოს” საექსპორტო ღვინო “ადათის” შეფუთვის კონცეფციაზე მუშაობისას, ჩვენი სააგენტოს ძირითადი მიზანი იყო ხაზი გაგვესვა ღვინის ქართულ წარმოშობაზე.
საქართველოს ყველა რეგიონი გამოირჩეოდა მისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ჩაცმულობით, რომელიც გაფორმებული იყო მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული და კულტურული ელემენტებით. სწორედ ამიტომ, branding.ge-მ გადაწყვიტა გამოეყენებინა ქართველი დიდგვაროვნების ვინტაჟური ფოტოსურათები და შეექმნა ძველ საფოსტო მარკებზე დაფუძნებული შეფუთვის დიზაინი. საფოსტო მარკები თავის თავში მოიცავს ეროვნულ მოტივებს, ის არის ქვეყნის სახე და ამარტივებს ბრენდის წარმოშობის იდენტიფიკაციას.

We’re here for the briefs that want to do things differently. If you’re trying to shake up your industry or transform your brand, then drop us a note to talk about how we can help.