პარაგრაფი შეკვეთილი • Paragraph Shekvetili

ჩვენი დავალება იყო უკვე არსებული ბრენდის-„პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი“-ისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა, ბრენდის არსის, მთავარი დაპირების ფორმირება, მისი უპირატესობების წარმოჩენა და მომხმარებლამდე მიტანა, აგრეთვე ბრენდზე დაფუძნებული მომხმარებლის გამოცდილების შექმნა.
პროექტზე მუშაობის პროცესში აღმოჩნდა, რომ „პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი“ -ის ლოკაციაზე რამდენიმე ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია წარმოდგენილი: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი, მაგნიტური ქვიშა, შესაბამისად აქ შესაძლებელია ჰაერის, მზისა, ქვიშისა და ზღვის აბაზანების ერთ სივრცეში მიღება. აღნიშნულ 4 ელემენტს ბრენდი უნიკალური გამოცდილებების შექმნისთვის იყენებს: ზღვის წყალი აუზში,მაგნიტური ქვიშის სპა პროცედურები, აქტივობების ტყეში სუფთა ჰერზე და მზის სხივები, რომელებიც კურორტის ინტერიერში აღწევს. ბრენდის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში ბრენდის სწორედ აღნიშნული მიდგომის ხაზგასმა მოხდა.
სამყაროში სრულყოფილებას და სიცოცხლეს 4 ელემენტის ბალანსი ქმნის: მიწა, ჰაერი, წყალი და ცეცხლი. ეს ოთხი ელემენტი სამყაროს შექმნის პირველსაწყისად მიაჩნიათ, ისინი ერთმანეთზე ზემოქმედებენ წრიულად მაგ: ცეცხლი შთანთქავს ჰაერს, ჰაერი დაატარებს მიწას, მიწა შეიწოვს წყალს, წყალი აქრობს ცეცხლს. ეს წრებრუნვა და მისი ზემოქმედება გარემოზე არის სამყაროს მამოძრავებელი ძალა. „პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი“ ეს არის საერთაშორისო ბრენდის, ავტოგრაფ ქოლექშენის პირველი სასტუმრო საქართველოში, კურორტ შეკვეთილში.   მრავალფუნქციური კურორტი უნიკალურ ლოკაციაზე, სადაც სიცოცხლის ოთხივე ელემეტის გაერთიანებით იქმნება სრულყოფილი დასვენების დაუვიწყარი გამოცდილება. დღეს, მაღალი კლასის კურორტისგან მომხმარებელი ელის არა მხოლოდ საუკეთესო მომსახურებას, ინფრასტრუქტურას და დიზაინს, არამედ ისეთ დეტალებს, რაც ხშირად ცდება სერვისის წინასწარ გაწერილ სტანდარტებს. ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ სტუმართან, მათი სურვილების ამოცნობა, დაუვიწყარი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა, ის გამოწვევებია, რასაც ბრენდი სტუმრის თვალისგან ფარულად უნდა ახორციელებდეს იმისთვის, რომ სტუმარმა თავი იგრძნოს მაღალი კლასის კურორტზე. პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი“ არის კურორტი, რომელიც საკუთარი საქმიანობით არის სრულყოფილი და ამ სრულყოფილებას აგრძნობინებს მცირე, უხილავი დეტალებით საკუთარ სტუმრებსაც. სტრატეგიის მიხედვით ბრენდის დაპირებაა: “სრულყოფილია რასაც ჩვენ ვქმნით და თქვენ გრძნობთ”
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს მიერ შექმნილი სტრატეგიის საფუძველზე პარაგრაფი შეკვეთილი სრულყოფილ დასვენების ადგილია, გადავწყვიტეთ რომ თვითონ ვიდეოს ფორმატიც სრულყოფილი ყოფილიყო, ანუ 360 გრადუსიანი. აღნიშნული ვიდეო რგოლი არის ინტერაქციული, მაყურებელს შეუძლია არა მხოლოდ ჩვენს მიერ შერჩეული კადრების ყურება, არამედ სრულად, 360 გრადუსით კურორტის დათვალიერება. აღნიშნული ინტერაქცია შესაძლებელია ტელეფონის დატრიალებით ან მაუსით გამოსახულების დატრიალებით.

We’re here for the briefs that want to do things differently. If you’re trying to shake up your industry or transform your brand, then drop us a note to talk about how we can help.