სინერჯი კაპიტალი • Synergy Capital

“სინერჯი კაპიტალი” კერძო კაპიტალის ფონდია, რომელიც “სინერჯი ჯგუფის” მიერ წლების მანძილზე დაგროვილი კომპეტენციისა და გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა. “სინერჯი კაპიტალი” მომხმარებელს აძლევს ინვესტირების განსხვავებულ და კომპლექსურ წყაროსთან წვდომის შესაძლებლობას, სადაც მაღალ სარგებელს ქმნის.
რებრენდინგის ფარგლებში, კომპანიის გუნდის ჩართულობით, ვორქშოფის საფუძველზე შევიმუშავეთ სინერჯი კაპიტალის ბრენდ კოდი, რომელიც კომპანიის ბრენდ პლატფორმას წარმოადგენს. ბრენდ კოდზე დაყრდნობით შევქმენით საკომუნიკაციო სტრატეგია, დევიზი და ვიზუალური იდენტობა. ბრენდის დევიზში „პარტნიორობა კეთილდღეობისთვის“ გამოვხატეთ “სინერჯი კაპიტალის” დამოკიდებულება მთლიანი ბიზნესპროცესისადმი – ორმხრივ პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც საბოლოო ჯამში ყველა სტეიკჰოლდერის კეთილდღეობაზე აისახება.  
ბრენდ კოდზე დაყრდნობით შევქმენით ბრენდის ახალი ვიზუალური იდენტობა. პროფესიონალიზმი, სიღრმისეული მიდგომა, ზრუნვა და სითბო “სინერჯი კაპიტალის” ის წარმატების ფორმულაა, რომელსაც პორტფელური კომპანიები, ინვესტორები და შესაბამისად „სინერჯი კაპიტალი“ პოზიტიურ შედეგამდე მიჰყავს. სწორედ ეს კონცეფცია გავშალეთ ბრენდის ვიზუალურ იდენტობაში.

ლოგოტიპი არის თანამედროვე, დინამიური სიმბოლო, რომელიც კარგად ასახავს ბრენდის წარმატების მიღწევის გზის შემადგენელ ეტაპებს.
ლოგოტიპის ესთეტიკა და კორპორატიული ფერები შესაბამისად გაშლილია ბრენდის კორპორატიულ სტილშ

We’re here for the briefs that want to do things differently. If you’re trying to shake up your industry or transform your brand, then drop us a note to talk about how we can help.