რებრენდინგის ფარგლებში, კომპანიის გუნდის ჩართულობით, ვორქშოფის საფუძველზე შევიმუშავეთ სინერჯი კაპიტალის ბრენდ კოდი, რომელიც კომპანიის ბრენდ პლატფორმას წარმოადგენს. ბრენდ კოდზე დაყრდნობით შევქმენით საკომუნიკაციო სტრატეგია, დევიზი და ვიზუალური იდენტობა.
ბრენდის დევიზში „პარტნიორობა კეთილდღეობისთვის“ გამოვხატეთ “სინერჯი კაპიტალის” დამოკიდებულება მთლიანი ბიზნესპროცესისადმი – ორმხრივ პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც საბოლოო ჯამში ყველა სტეიკჰოლდერის კეთილდღეობაზე აისახება.