რანინა • Ranina

„რანინა“ – სიმღერით გადმოცემული ქართული ხასიათი
ქართული სიმღერა და ქართული ღვინო ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია, ძნელია ითქვას რომელი რომლით იწყება და გრძელდება. პროექტზე მუშაობისას სწორედ ამ მიმართულებიდან გაჩნდა „რანინას“ იდეა.
ქართული სიმღერის მოტივებიდან აღებული და გაცოცხლებული „რანინა“ ღვინოსთან და ხალისიან განწყობასთან ასოცირდება. ბრენდის იდეა, მსუბუქი და მხიარული ხასიათი, ხალისიანი განწყობა და ლხინი ბრენდის ყველა ასპექტშია ასახული.
ვიზუალის შთაგონების წყაროდ იქცა მდიდარი ქართული კულტურა, მინიატურები, რელიეფი და ორნამენტი, რომლებშიც ემოციური, ხალხური ხასიათის პერსონაჟებია ასახული. ეტიკეტი კი საინტერესო ისტორიას გადმოგვცემს: ილუსტრაციებში მოთხრობილია ქართული ხასიათის სიუჟეტი, რაც ქართული ღვინისა და სიმღერის ჰარმონიულ კავშირსა და ორგანულობას უსვამს ხაზს.

We’re here for the briefs that want to do things differently. If you’re trying to shake up your industry or transform your brand, then drop us a note to talk about how we can help.