პორტო ფრანკო • Porto Franco

„პორტო ფრანკო“ თავიდან ბოლომდე აჭარის რეგიონის უნიკალურობით არის შთაგონებული. ღვინო ჩხავერი, მაღალმთიან აჭარაში მოყვანილი, იშვიათი ყურძნის ჯიში ჩხავერისგან მზადდება და ძირითადად ტურისტულ სეგმენტზეა გათვლილი, ამიტომ გადავწყვიტეთ კონცეფციაში რეგიონის უნიკალურობა გამოგვეყენებინა. აჭარის დედაქალაქი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ერთადერთი ქალაქია, რომლის გრძედი და განედი ემთხვევა და 43.1-ს წარმოადგენს. დიზაინის ძირითად ელემენტად კი შავი ზღვის აუზის რუქა გამოვიყენეთ, რომელიც 1559 წელს, პორტუგალიელმა კარტოგრაფმა დიეგო ჰომემმა შექმნა.
ბრენდის სახელის ინსპირაციაც ბათუმის ისტორიული სახელწოდებიდან მოდის.1878-1886 წლებში, ინგლისელების ინიციატივით ეს სახელი ეწოდა ბათუმს, როგორც თავისუფალი ვაჭრობის ზონას. პროექტის ფარგლებში იმავე კონცეფციის ქვეშ შეიქმნა კორპორატიული ლოგო, რომლის სიმბოლოდ აჭარული ნაციონალური ცეკვა იქცა.

We’re here for the briefs that want to do things differently. If you’re trying to shake up your industry or transform your brand, then drop us a note to talk about how we can help.