„პორტო ფრანკო“ თავიდან ბოლომდე აჭარის რეგიონის უნიკალურობით არის შთაგონებული. ღვინო ჩხავერი, მაღალმთიან აჭარაში მოყვანილი, იშვიათი ყურძნის ჯიში ჩხავერისგან მზადდება და ძირითადად ტურისტულ სეგმენტზეა გათვლილი, ამიტომ გადავწყვიტეთ კონცეფციაში რეგიონის უნიკალურობა გამოგვეყენებინა. აჭარის დედაქალაქი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ერთადერთი ქალაქია, რომლის გრძედი და განედი ემთხვევა და 43.1-ს წარმოადგენს. დიზაინის ძირითად ელემენტად კი შავი ზღვის აუზის რუქა გამოვიყენეთ, რომელიც 1559 წელს, პორტუგალიელმა კარტოგრაფმა დიეგო ჰომემმა შექმნა.