ნუაჟი • Nuage

პროექტის ფარგლებში ბრენდის მთავარ იდეაზე და სახელზე მუშაობისას გადავწყვიტეთ ხაზი გაგვესვა ბრენდისგან მიღებულ მთავარ სარგებელზე, იმ შეგრძნებაზე რასაც ესთეტიკური ცენტრი აძლევს მომხმარებელს. სწორედ ამ ინსაითიდან გამომდინარე შევიმუშავეთ ბრენდის სახელი – „ნუაჟი“. „Nuage” ფრანგული სიტყვაა და ღრუბელს ნიშნავს. ბრენდის მთავარი იდეა ოცნებას უკავშირდება – ღრუბლებში ფრენა
ლოგოში არსებული გეომეტრიული ფორმების სინთეზიც სწორედ ღრუბლის სტილიზებულ გამოხატულებას ქმნის და ბრენდის ხასიათს გამოხატავს. ნუაჟი სიმსუბუქესთან და პოზიტივთან ასოცირდება.
ამასთანავე სიტყვას საინტერესო შემადგენლობა აქვს – იგი მოიცავს სიტყვა AGE-ს, რაც შინაარსობრივად მჭიდრო კავშირშია ცენტრის ძირითად ფუნქციასთან – გაახალგაზრდავებასა და გალამაზებასთან.

We’re here for the briefs that want to do things differently. If you’re trying to shake up your industry or transform your brand, then drop us a note to talk about how we can help.