ჯეო ჰოსპიტალსი • Geo Hospitals

საბოლოო ჯამში, ბრენდმა ახალი ვიზუალური იდენტობით მომხმარებელს კიდევ ერთხელ გაუზიარა მისი მთავარი სათქმელი: იგი არის საქართველოს რეგიონალური ბრენდი, რომელიც ყოველთვის ზრუნავს თავის მომხმარებლებზე და ხდის ჯანმრთელობას ხელმისაწვდომს.
პარტნიორობის ფარგლებში ვიმუშავეთ ბრენდის ვიზუალურ იდენტობაზე. ინსპირაცია “ჯეო ჰოსპიტალსის” მთავარი განმასხვავებელი ასპექტია – ოპერირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. სწორედ ამ იდეით, აბსტრაქტული ელემენტებისგან შეიქმნა თანამედროვე სიმბოლო, რომელიც საქართველოს რუკის ფორმას იმეორებს. ლოგოტიპისთვის შეიქმნა საავტორო, ხელნაწერი შრიფტი.
ლოგოტიპის განსხვავებული ფორმისა და ფერის ელემენტები ბრენდის კორპორატიულ სტილში საინტერესოდ იშლება და მას ინტერაქტიულს ხდის. ფერთა გამა მსუბუქი, პასტელური ფერებით შეირჩა, რათა მომხმარებლისთვის სიმშვიდისა და პოზიტიური ემოციების მომტანი ყოფილიყო.

We’re here for the briefs that want to do things differently. If you’re trying to shake up your industry or transform your brand, then drop us a note to talk about how we can help.