ქიმერიონი • Qimerioni

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ღვინო „ქიმერიონის“ განახლებული შეფუთვა. ბრენდის სახელიდან გამომდინარე, შეფუთვის კონცეფციის ინსპირაციად „ცისფერყანწელების“ ინიციატივით 1919 წელს დაარსებული არტისტული კაფე „ქიმერიონი“ იქცა, რომელიც ლადო გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ, კირილე ზდანევიჩმა, მოსე თოიძემ, სერგეი სუდეიკინმა და სხვა გამოჩენილმა მხატვრებმა მოხატეს.
ღვინის შფუთვაში გადმოცემულია არტისტული კაფე „ქიმერიონის“ ბოჰემური გარემო, იმ ეპოქის ბუნება და ზოგადად, თბილისის მოდერნული კულტურისა და ხელოვნების ხასიათი, რომლის განუყოფელი ნაწილიც იყო ქართული ღვინო.
შეფუთვის მთავარი იდეა სწორედ ღვინის, როგორც ქართული კულტურის, შემოქმედების და ხელოვნების ნაწილად წარმოჩენაა. შეფუთვის დიზაინი გადაწყვეტილია ფრესკის ტიპის ილუსტრაციაში.

We’re here for the briefs that want to do things differently. If you’re trying to shake up your industry or transform your brand, then drop us a note to talk about how we can help.