ამოსა • Amosa

ბრენდზე მუშაობისას, ჩვენი ამოცანა იყო საქართველოს მეგობარი ქვეყნებისთვის (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა) შეგვექმნა ქართული ღვინის ბრენდი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი ტრადიციული ქართული ღვინოებისგან სრულიად განსხვავებული კონცეფციით დაამახსოვრებდა თავს მომხმარებელს
ბრენდის მშენებლობისას, მთავარი იდეა საქართველოს და ამ ქვეყნების მრავალწლიანმა მეგობრობამ განსაზღვრა, რის შედეგადაც გაჩნდა “ამოსა” – ღვინო, რომელსაც ქართველი მეგობარი უგზავნის უცხოელ მეგობარს საქართველოსთან დაკავშირებული მოგონებების გამოხატულებად. სახელის შინაარსიც „სასიხარულოს“ ნიშნავს, როგორც მეგობრისთვის გზავნილი.
სწორედ ასეთი გზავნილის სახედ შეირჩა საფოსტო ბარათი, რომელმაც განსაზღვრა ღვინის შეფუთვა და ბრენდის კორპორატიული სტილი. ეტიკეტის გამორჩეული სტრუქტურა მეგობრისთვის დაწერილი წერილისგან, შინაარსში ინტეგრირებული ღვინის აღწერით, და ქართული ილუსტრაციისგან შედგება. წერილში მეგობარი პირდაპირ მიმართავს ადრესატს და სპეციალურად მისთვის შექმნილ ღვინოს წარუდგენს. ილუსტრაციაში ქართულობა ქართველი სახასიათო პერსონაჟებით, მათი ტრადიციული ჩაცმულობით და რაც მთავარია, ქართული უნიკალური ტიპოგრაფიით არის გამოხატული. ამ ყველა ქართული ელემენტის სინთეზი მთლიანობაში ქართულ ხასიათს და საქართველოსთან დაკავშირებულ მოგონებებს უკავშირდება.

We’re here for the briefs that want to do things differently. If you’re trying to shake up your industry or transform your brand, then drop us a note to talk about how we can help.