სწორედ ასეთი გზავნილის სახედ შეირჩა საფოსტო ბარათი, რომელმაც განსაზღვრა ღვინის შეფუთვა და ბრენდის კორპორატიული სტილი.
ეტიკეტის გამორჩეული სტრუქტურა მეგობრისთვის დაწერილი წერილისგან, შინაარსში ინტეგრირებული ღვინის აღწერით, და ქართული ილუსტრაციისგან შედგება. წერილში მეგობარი პირდაპირ მიმართავს ადრესატს და სპეციალურად მისთვის შექმნილ ღვინოს წარუდგენს.
ილუსტრაციაში ქართულობა ქართველი სახასიათო პერსონაჟებით, მათი ტრადიციული ჩაცმულობით და რაც მთავარია, ქართული უნიკალური ტიპოგრაფიით არის გამოხატული. ამ ყველა ქართული ელემენტის სინთეზი მთლიანობაში ქართულ ხასიათს და საქართველოსთან დაკავშირებულ მოგონებებს უკავშირდება.