პროექტის ფარგლებში გაზგაზამართი სადგურების ქსელისთვის 2012 წელს ბრენდის სახელი და ვიზუალური იდენტობა (ლოგო, კორპორატიული სტილი), ხოლო 2017 წელს – პოზიციონირება და მარკეტიგული აქტივობები შევიმუშავეთ.
გამომდინარე იქიდან, რომ ნეოგაზის პროდუქტი – შეკუმუშული ბუნებრივი აირი, სხვა ალტერნატიულ საწვავებთან შედარებით ბევრად ნაკლებად აზიანებს გარემოს, სწორედ ეკოლოგიაზე ზრუნვა და ბრენდის ამ მიმართულებით განვითარება შეირჩა.
პოზიციონირების მთავარ გამოხატულებას ნეოგაზის განახლებული „ეკო-სადგურები“ წარმოადგენს, რაც გაზგასამართი სადგურების გამწვანებასა და ფაქტობრივად რეკრეაციულ ზონად ქცევას გულისხმობს. კომპანია „ნეოგაზი“ აქტიურად იწყებს გარემოზე ზრუნვას და მოუწოდებს მომხმარებელს აირჩიოს ის ბრენდი და პროდუქტი, რომლის უკანაც გარემოსა და სიმწვანეზე ზრუნვა დგას და შეიტანოს მისი წვლილი ბუნების დაცვაში