პროექტის ფარგლებში შეიქმნა ღვინო „ქიმერიონის“ განახლებული შეფუთვა.
ბრენდის სახელიდან გამომდინარე, შეფუთვის კონცეფციის ინსპირაციად „ცისფერყანწელების“ ინიციატივით 1919 წელს დაარსებული არტისტული კაფე „ქიმერიონი“ იქცა, რომელიც ლადო გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ, კირილე ზდანევიჩმა, მოსე თოიძემ, სერგეი სუდეიკინმა და სხვა გამოჩენილმა მხატვრებმა მოხატეს.