ვიმუშავეთ ბრენდის სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც „ალალი“ ტერუარის ფილოსოფიით შექმნილი წვენია, რაც ნიადაგის, კლიმატის და ადამიანის როლს ითვალისწინებს.
პროდუქტისა და ბრენდის სტრატეგიიდან გამომდინარე შევიმუშავეთ ბრენდის სახელწოდება – „ალალი“, წვენი რომელიც გულწრფელია, არ იტყუება და არ შეიცავს არანაირ ხელოვნურ დანამატებს.
ბრენდის სახელწოდებასთან ერთად შევქმენით ლოგოს და შეფუთვის დიზაინი. შეფუთვის ილუსტრაციებში გამოხატულია წვენის დამზადების ეტაპები – ნიადაგიდან ჭიქამდე პროცესი. ქართველი პერსონაჟები, ქართული სოფლის გარემო და ატრიბუტები შეფუთვას ქართულობის აღქმას მატებს და ამავდროულად ახალი შესაძლებლობებით გამოცოცხლებულ სოფლის ცხოვრებას გვაჩვენებს. ცოცხლად წარმოჩენილი ხილის ფოტო კი ცოცხალი, ნატურალური ხილის გამოხატულებაა.
„ალალი“ თავისი საქმიანობით აჩენს ახალ შესაძლებლობებს და სიცოცხლით ავსებს ფერმერებს, სოფელს, რეგიონს და მომხმარებელს, რომელიც ცოცხლად შენარჩუნებულ ვიტამინებს და ცოცხალ ენერგიას იღებს.
„ალალი“ეს არის წვენი, რომელიც აცოცხლებს