პროექტის ფარგლებში ვიმუშავეთ თავისუფლების მოედანზე არსებული სასტუმრო „მონოგრაფის“ სახელსა და ტიპოგრაფიულ ლოგოტიპზე.
ლოგოტიპის მოცემული ვერსია განეკუთვნება ტიპოგრაფიული ლოგოს ტიპს (wordmark), რომელიც შედგება მხოლოდ ტექსტუალური ნაწილისაგან.
ლოგოს ინსპირაციად იქცა სასტუმროს ძველი შენობის ფასადის დეკორის ელემენტები. საავტორო, ხელნაწერი შრიფტის ცენტრალური ასო „გ“ სწორედ ამ ელემენტების მოხაზულობასა და ფორმას იმეორებს.
მოცემული ლოგოს ესთეტიკა დახვეწილი, სოლიდური, Luxury და მაღალი კლასის მაჩვენებელია.
We’re here for the briefs that want to do things differently. If you’re trying to shake up your industry or transform your brand, then drop us a note to talk about how we can help.